Accessibility links

რუსეთის სამი ატომური წყალქვეშა ნავი სირიის ნაპირებისაკენ მიცურავს


რუსეთის სამი ატომური წყალქვეშა ნავი, რომლებიც უახლესი ფრთოსანი რაკეტებით არიან აღჭურვილნი, რუსეთის სამხედრო ფლოტის იმ ოპერატიულ დაჯგუფებას შეუერთდნენ, რომელიც ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვის“ მეთაურობით სირიის სანაპიროსაკენ მიემართება. ბრიტანული გამოცემა „სანდეი თაიმსის“ თანახმად, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები თვალს ადევნებენ რუსეთის წყალქვეშა გემების გადაადგილებას. გემებმა გეზი აიღეს მურმანსკის რაიონში მდებარე პორტებიდან და რამდენიმე დღის წინ შევიდნენ ჩრდილოეთ ატლანტიკის წყლებში. დასავლეთში შიშობენ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა საბოლოო დამანგრეველი დარტყმების ბრძანება გასცეს ქალაქ ალეპოზე, - ნათქვამია ბრიტანულ გამოცემაში.

XS
SM
MD
LG