Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მეორე ტურში მათმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს


"საქართველოში არჩევნები შედგა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა ”ქართულ ოცნებას”, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატები”, - განაცხადა კალაძემ. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კალაძის ამ განცხადებას იმის დასტური უწოდეს, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა. „სრულიად გაუგებარია, უბნების დახურვიდან 10 წუთის შემდეგ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა იყო არჩევნების შედეგი? როგორც ჩანს კახა კალაძე კარგად არის ინფორმირებული, თუ რა გაყალბების მექანიზმებით აპირებს ”ქართული ოცნება” ყველა ამ ოლქის მოგებას“,- ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის წევრი” სალომე სამადაშვილი მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა ”ქართულ ოცნებას” გამოუცხადა.

XS
SM
MD
LG