Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის შიიტურ რაიონში ტერაქტი მოხდა


სულ მცირე რვა კაცი დაიღუპა და ოცდაათზე მეტი დაიჭრა თვითმკვლელი მძღოლის მიერ, სავაჭროებით სავსე ქუჩაზე დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. ტერაქტი მოხდა ბაღდადის შიიტებით დასახლებულ ჰურიას რაიონში. ამ იერიშის ფონია ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტევა ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. უცნობია, თუ რომელი ძალები დგანან ბაღდადში თვითმკვლელი მძღოლის მიერ მოწყობილი აფეთქების უკან.

XS
SM
MD
LG