Accessibility links

კენჭისყრის მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 37,7 პროცენტმა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 37,7 პროცენტმა, ანუ 929 265 კაცმა. არჩევნების წინასწარ შედეგებს ცესკო თბილისის დროით ღამის 12 საათზე გამოცხადებს. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის 18 და რეგიონების 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში დაინიშნა, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

XS
SM
MD
LG