Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა და კანადამ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას


30 ოქტომბერს ევროკავშირმა და კანადამ ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც აუქმებს ბრიუსელსა და ოტავას შორის არსებულ მრავალ საბაჟო მოსაკრებელს. ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ამ ფაქტს უწოდა დიდი მოვლენა, რისთვისაც ევროკავშირისა და კანადის ხელმძღვანელობას ოცამდე შეხვედრის გამართვა მოუხდათ. ჟან-კლოდ იუნკერის გარდა, დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაში ბრიუსელში ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალსტრომიც მონაწილეობდნენ. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უნდა მოხდეს მისი რატიფიცირება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების მიერ. მოსალოდნელია, რომ ეს 2016 წლის დეკემბერსა და მომავლი წლის იანვარში მოხდება. შეთანხმების მოწინააღმდგეები მიიჩნევენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხების ამოქმედება შეამცირებს ბუნების დაცვის სტანდარტებს და მომხმარებელთა უფლებებს. შეთანხმების ერთი-ერთი მოწინააღმდეგე იყო ბელგიის რეგიონი - ვალონია, რომელმაც დაბლოკა 27 ოქტომბრისათვის დაგეგმილი ხელმოწერა. თუმცა, დამატებითი მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლებელი გახდა ამ წინააღმდეგობის დაძლევა.

XS
SM
MD
LG