Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებად არჩევა მიულოცა საპარლამენტო პარტიების კანდიდატებს


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წევრებად არჩევა მიულოცა „ქართული ოცნების,“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატებს და წარმატებული საქმიანობა უსურვა. „საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები შედგა და პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგად გადაიდგაქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ - განაცხადა დღეს, 31 ოქტომბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და მედიას. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა, რაც გარკვეულწილად იყო საზოგადოების დაკვეთა. “თუმცა, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, აქტიურად მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში“ - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მან საქართველოს მიულოცა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წარმატება.

XS
SM
MD
LG