Accessibility links

logo-print

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს


აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, რეგიონის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დაამარცხეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. მათ ასარჩევად მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. 8 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან პროპორციული სისტემით 8 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ,“ 5 მანდატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და თითო-თითო მანდატი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა.“ მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად, მაჟორიტარულ ოლქებში მიღებული 6 მანდატი, „ქართულ ოცნებას“ აძლევს საშუალებას უმრავლესობა მოიპოვოს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. 30 ოქტომბერს ჩატარდა ახალციხის მერის და ზუგდიდის, ხარაგაულისა და ბოლნისის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც. წინასწარი შედეგებით, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დაამარცხეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

XS
SM
MD
LG