Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს ადანაშაულებენ კლინტონის მიმართ „კანონის შესაძლო დარღვევაში“


აშშ-ის სენატში დემოკრატების ლიდერის, ჰერი რეიდის ვარაუდით, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, ჯეიმს კომიმ კანონი დაარღვია, როცა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი უწყება აწარმოებს გამოძიებას ახლად მოპოვებული ელექტრონული წერილების გამო და რომ წერილებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ჰილარი კლინტონის ელფოსტის გარშემო გამოძიებასთან. სენატში დემოკრატების ლიდერმა 30 ოქტომბერს ჯეიმს კომის გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავს, რომ მან დაარღვია კანონი, რომელიც ოფიციალურ პირებს უკრძალავს თავიანთი პოზიციის გამოყენებას არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. კომიმ 28 ოქტომბერს შეატყობინა კონგრესს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეიტყო ახალ ელექტრონულ წერილებზე, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს წინა გამოძიებასთან ჰილარი კლინტონის მიერ - შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნად მუშაობისას - კერძო ელფოსტის გამოყენების გამო. გამოძიებაზე გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ორი კვირით ადრე. არადა ჰილარი კლინტონის ელფოსტის საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ ივლისში დასრულდა ისე, რომ კლინტონისათვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ. თავად კლინტონმა, რომელიც პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატია, „უაღრესად შემაშფოთებელი“ უწოდა ჯეიმს კომის მოქმედებას.

XS
SM
MD
LG