Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარებმა განაახლეს ოპერაცია ქალაქ მოსულის ასაღებად


ერაყის ჯარებმა განაახლეს ოპერაცია ქალაქ მოსულის ასაღებად. მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. ერაყელი სარდლის განცხადებით, ექსტრემისტები დანაღმული ავტომანქანებით ცდილობენ იერიშის შეჩერებას, მაგრამ ერაყელი სამხედროები, სავარაუდოდ, დღესვე მოგვიანებით შევლენ მოსულის აღმოსავლეთ გარეუბნებში. ფართომასშტაბიანი ოპერაცია ამ ქალაქის ასაღებად ორი კვირის წინ დაიწყო და, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG