Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ტომარა ჩამოაცვა ივანე მრისხანის ძეგლს


რუსეთში დააკავეს და დააჯარიმეს მამაკაცი, რომელმაც თავზე ტომარა ჩამოაცვა მე-16 საუკუნის მონარქის, ივანე მრისხანის ძეგლს. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“, რომლის ცნობითაც დაკავებულ პირს „ხულიგნობის“ ბრალდება წაუყენეს. ივანე მრისხანის ძეგლი ამ ორი კვირის წინ აღმართეს ქალაქ ორიოლში, რასაც ბევრის კრიტიკა მოჰყვა, რადგან ივანე მრისხანის მმართველობა განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. 31 ოქტომბრის დილას ივანე მრისხანის ძეგლს თავზე ჩამოცმული ჰქონდა ტომარა და ეკიდა დაფა წარწერით „დავიხუთე კაცი, რა სიბნელეა“.

XS
SM
MD
LG