Accessibility links

logo-print

ავღანეთში ექვსი ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელის თავდასხმის შედეგად


ავღანეთში ექვსი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უხუცესთა შეხვედრაზე აფეთქების შედეგად. აფეთქება თვითმკვლელმა მოაწყო აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქში, ჯალალაბადში. ჯერ არავის უკისრია პასუხისმგებლობა ამ თავდასხმაზე. ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის თქმით, უხუცესები სადავო საკითხის მოსაგვარებლად იყვნენ შეკრებილი, როცა აფეთქება მოხდა.

XS
SM
MD
LG