Accessibility links

logo-print

პუტინმა ხელი მოაწერა პლუტონიუმის ხელშეკრულების შეჩერების კანონს


რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალითაც, 31 ოქტომბერს შეჩერდა 2000 წელს აშშ-თან დადებული ხელშეკრულება, რომელიც საბრძოლო დანიშნულების პლუტონიუმის შემცირებას ითვალისწინებს. კანონის დამტკიცება მოხდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაუარესების ფონზე. კანონის მიხედვით ხელშეკრულების აღდგენის პირობებია რუსეთის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება და მოსკოვისთვის ზარალის ანაზღაურება, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის შემცირება. ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციები ძალაში დარჩება, სანამ რუსეთი უკრაინის გამო მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

XS
SM
MD
LG