Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერი „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს დანებებისკენ მოუწოდებს


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ აბადიმ მოუწოდა „ისლამურ სახელმწიფოს“, დანებდეს ქალაქ მოსულში. ეს აბადიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც მისმა არმიამ პირველად გადაკვეთა ქალაქ მოსულის საზღვრები. აბადიმ, რომელიც საბრძოლო უნიფორმით გამოვიდა ტელევიზიით, დანებების მოწოდება წარმოთქვა ქალაქ ყაიარაში, მოსულის სამხრეთით მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაზე. "ღვთის ნებით, გველს თავს გავუსრესთ, მათ გასაქცევი არ აქვთ, ან დაგვნებდებიან ან დაიხოცებიან“, თქვა ერაყის პრემიერმა. ერაყის მებრძოლებმა გაარღვიეს „ისლამური სახელმწიფოს" დაცვის ხაზი და ქალაქაში შესვლა დაიწყეს. მოსული ექსტრემისტული გაერთიანების ფაქტიური დედაქალაქია. სამხედრო ექსპერტები მოელიან, რომ მოსულის სრულ გაწმენდას ექსტრემისტებისგან, კვირები და თვეები დასჭირდება.

XS
SM
MD
LG