Accessibility links

ერაყის არმიამ მოსულის აღმოსავლეთ უბნებში სახმელეთო იერიშს ახორციელებს


ერაყის ქალაქ მოსულის გარეუბანში მძაფრი ბრძოლები მიმდინარეობს მას მერე, რაც ერაყის არმიამ სახმელეთო იერიში წამოიწყო ჩრდილოეთში მდებარე ამ ქალაქის აღმოსავლეთ უბნებში. ეს პირველი ასეთი იერიშია ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციის ჩარჩოებში, რომელიც ორი კვირის წინ დაიწყო მოსულის კვლავ დასაბრუნებლად. იერიში დაიწყო პირველ ნოემბერს, ალიონზე. ერაყის არმია უტევს აშშ-ის ავიაციის საჰაერო მხარდაჭერით. მოწინააღმდეგე ქალაქში საბურავებს წვავს, რათა ავიაციას გაურთულოს საქმე და ხილვადობა შეუზღუდოს. ერაყის ანტიტერორისტული ძალები ნაღმებს უშენენ მოსულის სამრეწველო გარეუბანს ქალაქის აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG