Accessibility links

logo-print

რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი ოპეკს ვერ უთანხმდებიან


რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და ნავთობის დიდი მწარმოებელი სხვა ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები მსჯელობენ ნავთობის წარმოების შეზღუდვის გარშემო. ამ ზომების ინიციატორი ოპეკია, რომელსაც ეს ქვეყნები არ ეთანხმებიან. ყოფილი საბჭოთა ეს ქვეყნები, ასევე ბრაზილია, მექსიკა და სხვები, არ იზიარებენ ამ პოზიციას, რასაც მოჰყვა ნიუ იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასის მცირედ დაცემა. ვენაში კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის განიხილოს წარმოების გაყინვის ან შემცირების თემა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის მზად ხელი მოაწეროს შეთანხმებას. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ნათიგ ალიევმა თქვა, რომ ჯგუფი შეთანხმდა, რომ საჭიროა ბაზრის სტაბილიზება. რუსეთი ჭოჭმანობს შეუერთდეს ოპეკს, თუმცა წელს ის წარმოების შეჩერების მომხრე იყო. მას მერე, ნედლი ნავთობის ფასი 30-დან 50 დოლარამდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG