Accessibility links

logo-print

თურქეთის არმიის მეთაური მოსკოვში ჩავიდა


თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, გენერალი, ჰულუსი აქარი პირველ ნოემბერს მოსკოვს სტუმრობდა. აქარი შეხვდა თავის რუს კოლეგა გენერალ ვალერი გერასიმოვს. თურქეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, აქარმა განიხილა სამხედრო სფეროში შესაძლებელი თანამშრომლობა და ახლო აღმოსავლეთში ვითარება. ამ ორივე ქვეყნის ძალები ჩართული არიან სირიის საბრძოლო ოპერაციაში .რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაუარესდა თურქეთის მიერ რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. თუმცა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ურთიერთობა ანკარას და მოსკოვში შორის გამოსწორების გზაზე დადგა.

XS
SM
MD
LG