Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულთან 40 ადამიანი მოკლა


გაეროს ადამიანის ულებების ოფისის თანახმად, მან მიღო ახალი ცნობები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქალაქ მოსულთან და მის შიგნით ადამიანების მასობრივად დახოცვის შესახებ. გაეროს ამ ოფისის წარმომადგენლის, რავინა შამდასანის თქმით, მათმა უწყება მიიღო ცნობა, რომ ერაყის უშიშროების სამსახურის ყოფილი 40 წევრი იქნა მოკლული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ, ხოლო დახოცილთა გვამები მდინარე ტიგროსში გადაყარეს. ამავე წყაროს თანახმად, „ისლამური სახელმწიფო“ შეეცადა გადაეადგილებინა 25 ათასი სამოქალაქო პირი ქალაქ ჰამამ ალ-ალილიდან, რომელიც 15 კილომეტრშია მოსულიდან და ისინი ცოცხალ ფარად გამოეყენებინა საკუთარი პოზიციების დასაცავად. უფრო ადრე, გაეროს ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისარი იტყობინებოდა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ 7 ათასი ოჯახის გატაცების შესახებ იმავე მიზნით.

XS
SM
MD
LG