Accessibility links

logo-print

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის ბოტანიკურ ბაღთან განაშენიანების პროექტი


თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებას თბილისის საკრებულოში კამათი მოჰყვა. საკრებულოს სხდომის დასაწყისში საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მოითხოვდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა მერიას უნდა გაეკეთებინა და იგი არ უნდა ყოფილიყო ერთი პირის საკუთრება.როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იტყობინება, სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის საკითხის განხილვა საკითხების ნუსხიდან არ ამოიღო. სხდომაზე მეთვრამეტე საკითხად განიხილეს. მსჯელობას კამათი მოჰყვა. საბოლოოდ, 24 ხმით 5-ის წინააღმდეგ აღნიშნული პროექტი დამტკიცდა. როგორც საკრებულოს სხდომის დაწყებამდე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 40 ჰექტარზე დაგეგმილია გოლფის სათამაშო მოედნების, ხელოვნური ტბის, ღია სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, გოლფკლუბის და სასტუმროს მშენებლობა, გვამცნობს სააგენტო "ინტერპრესნიუსი".

XS
SM
MD
LG