Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრეზიდენტობის პრო-მოსკოველი კანდიდატი მზად არის ევროკავშირთან თანამშრომლობისათვის


მოლდავეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურში გამარჯვებული კანდიდატი, იგორ დოდონი, რომელიც პრომოსკოვური კურსის მომხრედ ითვლება, ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეეცდება კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მოსკოვთანაც და ბრიუსელთანაც. უზრუნველვყოფთ პარტნიორობის გაგრძელებას ევროკავშირთან და ჩვენს მეგობრებთან რუმინეთსა და რუსეთის ფედერაციაშიო, უთხრა მან 1 ნოემბერს ჩვენი რადიოს მოლდავურ სამსახურს. დოდონს, რომელიც სოციალისტური პარტიის წევრია, ხმების ნახევარზე ცოტა ნაკლები, 48,23% ერგო 30 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან არაერთხელ გამოაცხადა, რომ მიმართავს ზომებს რუსეთთან მოლდავეთის დასაახლოვებლად. 13 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში მას მეტოქეობას გაუწევს პროევროპული კურსის მოხრე მაია სანდუ, რომელსაც პირველ ტურში ხმების 38,42% ერგო.

XS
SM
MD
LG