Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკოს მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ხუთ დღეში ჟურნალისტს კლავენ


გაეროს განათლების, მენციერებისა და კულტურის ორგანიზაციის, "იუნესკოს" მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ ხუთ დღეში ერთ ჟურნალისტს კლავენ პროფესიასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ძალადობამ შეიწირა 827 ჟურნალისტის სიცოცხლე. მარტო შარშან 115 ადამიანი მოკლეს, რის გამოც 2015 წელი მიჩნეულია ათწლელულის განმავლობაში ერთ-ერთ უმძიმეს წლად ჟურნალისტების უსაფრთხოებისათვის. ყველაზე სახიფათო ქვეყნები არიან სირია და ერაყი, სადაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ სასტიკად უსწორდებოდა მედიის წარმომადგენლებს. 2015 წელს 23 ჟურნალისტი მოკლეს სირიასა და ერაყში. "იუნესკოს" ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველი 10 მკვლელობიდან ერთზე ნაკლებია გახსნილი, ხოლო ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და რეპრესიების: მძევლად აყვანის, დაკავების, წამების, დევნა-შევიწროვების შემთხვევები საერთოდ არ არის აღრიცხული ამ ანგარიშში.

XS
SM
MD
LG