Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარებმა შეაჩერეს ოპერაცია ქალაქ მოსულის ასაღებად


ერაყის ჯარებმა შეაჩერეს იერიში ქალაქ მოსულის ასაღებად, როგორც საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ იუწყება, ცუდი ხილვადობის გამო. მაღალი ტენიანობა და მოღრუბლულობა ხელს უშლის სამხედრო თვითმფრინავებისა და უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას. მოსული 2014 წელს დაიპყრო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ქალაქის გასათავისუფლებლად 17 ოქტომბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელშიც ერაყელ სამხედროებთან ერთად მონაწილეობენ ქურთი და შიიტი მებრძოლები. მათ ჰაერიდან მხარდაჭერს უწევს საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით. ამ კვირაში ერაყელი სამხედროები შეიჭრნენ აღმოსავლეთ მოსულში მდებარე ალ-ქარამის რაიონში და დაიპყრეს ადგილობრივი ტელესადგურის შენობა.

XS
SM
MD
LG