Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ახალწვეულები აღარ არიან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან მებრძოლებს შორის


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ახალწვეულებს აღარ აგზავნიან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან საბრძოლველად. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა პოროშენკოს განცხადება, რომ „ერთი ახალწვეულიც კი აღარ არის“ ფრონტზე, ან ტერიტორიაზე, რომელზეც ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება. ამავე განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „მთლიანად უნდა იყოს დაკომპლექტებული მოხალისეებით და კონტრაქტით დასაქმებული ჯარისკაცებით, რომლებიც კარგად არიან მომზადებული, მოტივირებული, გაწვრთნილი და აღჭურვილი“. უკრაინამ სავალდებულო გაწვევა აღადგინა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ამბოხების დაწყების შემდეგ. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, 9600-ზე მეტი ადამიანია დაღუპული აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად.

XS
SM
MD
LG