Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოში გამოცხადდება ათსაათიანი ჰუმანიტარული პაუზა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს დაავალა სირიის ქალაქ ალეპოში ახალი ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადება. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის ინფორმაციით, 4 ნოემბერს დილით, ალეპოში გამოცხადდება ათსაათიანი ჰუმანიტარული პაუზა, რომელიც შეთანხმებულია სირიის ხელისუფლებასთან. გერასიმოვის განცხადებით, ამერიკელებმა ვერ შეძლეს ტერორისტებისგან ოპოზიციური დაჯგუფებების გამიჯვნა, ამიტომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თავად მიმართავს ალეპოში მყოფ მეამბოხეებს, ჰუმანიტარული პაუზის დროს დატოვონ ქალაქი, სადაც მათთვის გაიხსნება ორი სპეციალური დერეფანი იდლიბის პროვინციისა და სირია-თურქეთის საზღვრის მიმართულებებით. გერასიმოვის ცნობითვე, ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების ევაკუაციისთვის გაიხსნება კიდევ ექვსი დერეფანი. რუსეთმა სირიის ქალაქ ალეპოში რამდენიმე დღიანი ჰუმანიტარული პაუზა ოქტომბერშიც გამოაცხადა, თუმცა, უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის გამო, გაერომ ვერ შეძლო მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების ევაკუაცია.

XS
SM
MD
LG