Accessibility links

ნოდარ ხადური: პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნება. „მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ და ყველაფერს პრემიერ-მინისტრი იტყვის“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე განაგრძობს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას. ჟურნალისტების შეკითხვას, მონაწილეობს თუ არა მთავრობის ფორმირების პროცესში, ნოდარ ხადურმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით კონსულტაციებში ჩართული არ არის.

XS
SM
MD
LG