Accessibility links

logo-print

ნოდარ ხადური არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას ახალ მთავრობაში მისი ყოფნის საკითხზე


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნება. „მე ვადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ამ თვის განმავლობაში გააკეთებს განცხადებას ახალი მთავრობის შესახებ და ყველაფერს პრემიერ-მინისტრი იტყვის“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ის განაგრძობს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას. ჟურნალისტების შეკითხვას, მონაწილეობს თუ არა მთავრობის ფორმირების პროცესში, ნოდარ ხადურმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით კონსულტაციებში ჩართული არ არის.

XS
SM
MD
LG