Accessibility links

logo-print

საქართველო გმობს სოხუმსა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაციას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიკაციას და ამას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების "ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგ უკანონო ეპიზოდს" უწოდებს. მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომლის რატიფიკაციაც 2 ნოემბერს რუსეთის დუმამ მოახდინა. „მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG