Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა ჰაკერებმა „სურკოვის კანცელარიის“ ახალი წერილები გამოაქვეყნეს


უკრაინელ ჰაკერთა ჯგუფმა „კიბერალიანსმა“ 3 ნოემბერს გამოაქვეყნა დიდი რაოდენობით წერილები, რომლებიც ჰაკერებმა ვლადისლავ სურკოვის თანაშემწის მარია ვინოგრადოვას ელექტრონული ფოსტაში შეღწევის შედეგად მოიპოვეს. მიმოწერა მოიცავს 2015-2016 წლებს. მანამდე ჰაკერებმა ინტერნეტში განათავსეს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის მისაღებიდან მოპარული, 2014-2015 წლებით დათარიღებული, წერილები. მათში კერძოდ საუბარია იმაზე, თუ როგორ ცდილობდა კრემლი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაბირებას. „ამ დოკუმენტებს თუ ნახავთ, მათში აშკარად გასაგებია, თუ რა სურს რუსეთს. და მას არა მხოლოდ სურს, არამედ რუსეთი ამ ყველაფერს აფხაზეთში პუნქტობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. მეტიც, სურკოვის კანცელარიის მიმოწერიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატები 2014 წელს წარმოდგენილ პუნქტებს დაეთანხმნენ, არა მხოლოდ რაულ ხაჯიმბა, არამედ ასლან ბჟანიაც. - განაცხადა ჰაკერების მიერ გამოქვეყნებული წერილების კომენტირებისას რადიო „ეხო კავკაზას“ რედაქტორმა დემის პოლანდოვმა. რაც შეეხება 3 ნოემბერს ჰაკერების მიერ გამოქვეყნებულ „სურკოვის ახალ წერილებს“, მათში ჩამოთვლილია ხარკოვში მცხოვრები პრორუსულად განწყობილი აქტივისტები და პოლიტიკოსები, დოკუმენტებში საუბარია ოდესაში მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერასა და იმ კანდიდატებზე, რომელთა დანიშვნასაც მოსკოვი მხარს უჭერს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელ პოსტებზე.

XS
SM
MD
LG