Accessibility links

logo-print

რუსეთმა, სერბიამ და ბელორუსიამ დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნა


3 ნოემბერს რუსეთმა, სერბიამ და ბელორუსიამ დაიწყეს ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელიც ორ კვრას გასტანს. სწავლების სახელწოდებაა „სლავური ძმობა“ და მასში მონაწილებს 700-მდე სერბი, რუსი და ბელორუსი სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე, რამდენიმე ერთეული შვეულმფრენი და მძიმე სახმელეთო ტექნიკა. ამ სამხედრო სწავლების ფონია მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა, რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და უკრაინის დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ მოქმედებებს მოჰყვა. ბელგრადი ცდილობს, ერთის მხრივ, შეინარჩუნოს ტრადიციულად თბილი ურთიერთობები მოსკოვთან და, მეორე მხრივ, განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან და ნატოსთან. თუმცა, ბელგრადი აცხადებს, რომ არ გეგმავს დასავლეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას.

XS
SM
MD
LG