Accessibility links

ზვარეში მუშების ცემის ფაქტზე დააკავეს ჩინეთის სამი მოქალაქე


სოფელ ზვარეში მომხდარი ცემის ფაქტზე დააკავეს ჩინეთის სამი მოქალაქე. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 2 ნოემბრის ღამით, ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს არმატურებისა და რკინის კონსტრუქციების გამოყენებით თავს დაესხნენ კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ზვარეს ობიექტის თანამშრომლები. ინციდენტს შეესწრო სამი ადგილობრივი მუშა, რომელთაც ვითარების განეიტრალება სცადეს, მაგრამ, საბოლოოდ, ბლაგვი საგნით დაზიანებები თავადაც მიიღეს.

XS
SM
MD
LG