Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინი: საქართველო კვლავ არ არის მზად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად


საქართველო კვლავ არ არის მზად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად - ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტის განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა. მისი თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიდა და მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, კერძოდ, რუსეთი დაბრუნდა საქართველოს ძირითად საგარეო ეკონომიკურ პარტნიორებს შორის, მოგვარდა სატრანსპორტო კავშირები და განვითარდა ჰუმანიტარულ-კულტურული კონტაქტები. „თუმცა, იმავდროულად ქართული მხარე კვლავ არ არის მზად 2008 წლის სექტემბერში შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და პერიოდულად ისევ იყენებს კონფრონტაციულ რიტორიკას, რაც რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს დადებითი ტენდენციების მდგრადობას“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. რუსი დიპლომატის თქმით, რეგულარული დიალოგისას ამას მუდმივად ეუბნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს. გრიგორი კარასინის განცხადებითვე, ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი კონტაქტი რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და გიორგი მარგველაშვილს შორის.

XS
SM
MD
LG