Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძე: საქართველო რუსეთს ვერ აიძულებს სავიზო რეჟიმის მეტად გამარტივებას


რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი არსად არ განიხილება - განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, წლის დასაწყისიდან რუსეთმა გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან და მნიშვნელოვნად გაზარდა ვიზების გაცემა. ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთს ვერ აიძულებს სავიზო რეჟიმის მეტად გამარტივებას, ან საერთოდ გაუქმებას. „რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ეს საკითხი არსად არ განიხილება, მაგრამ თუ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი, თვისებრივი წინსვლა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებში, რაღაც ეტაპზე შესაძლოა,დღის წესრიგში დადგეს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

XS
SM
MD
LG