Accessibility links

logo-print

ავღანეთში ჩავიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი


ავღანეთში ჩავიდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე. მათ გერმანული კონტინგენტის სარდლის, გენერალ ვიკერის მიწვევით მოინახულეს მაზარ-ი-შარიფში მდებარე გერმანული ბაზა "მარმალი."ლევან იზორია და ვახტანგ კაპანაძე შეხვდნენ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს, გენერალ რენკს და ბაზა "მარმალზე" დისლოცირებულ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის ასეულის სამხედროებს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი იცავენ საქართველოს უსაფრთხოებასაც. „ჩვენ გვჭირდება თქვენი გამოცდილება და თქვენი აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რათა შევძლოთ გავხდეთ ნატოს სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

XS
SM
MD
LG