Accessibility links

ბორის ჯონსონი: მოსული დატოვა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ


ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ერაყის ქალაქი მოსული დატოვა - ამის შესახებ სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. მან თემთა პალატაში გამოსვლისას სასტიკი ირონია უწოდა იმას, რომ მოსულის დატოვების შემდეგ, ალ-ბაღდადი ინტერნეტს იყენებს, რათა სხვები აიძულოს განაგრძონ ქალაქისთვის ბრძოლა. ინტერნეტსივრცეში 3 ნოემბერს გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცებით, მისი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი თანამოაზრეებს მოუწოდებს მოსულის დაცვისკენ. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ერაყის არმიამ და ადგილობრივი ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა, საერთაშორისო კოალიციის ავიაციის დახმარებით, 17 ოქტომბრიდან დაიწყეს ოპერაცია მოსულის გასათავისუფლებლად. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წლის ზაფხულში დაიკავა.

XS
SM
MD
LG