Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიარბაქირში რვამდე გაიზარდა აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


თურქეთის ქალაქ დიარბაქირში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა, დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა. მისი თქმით, დაღუპულთა შორის არის აფეთქების სავარაუდოდ ორგანიზატორი, რომელიც თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.

XS
SM
MD
LG