Accessibility links

სტოლტენბერგი: ევროპა ახლა რთულ სიტუაციაშია უსაფრთხოების თვალსაზრისით


ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ხედავს გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე მოკავშირისთვის, თუმცა ხედავს რუსეთს, რომელიც მზად არის საკუთარი მეზობლების, უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. აღნიშნული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველეს“ გადაცემა DW Conflict Zone-სთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ევროპა უსაფრთხოების კუთხით ახლა რთულ სიტუაციაშია, თუმცა არსებული ვითარება „ცივი ომი“ არ არის. „ჩვენ ცივი ომის პირობებში არ ვართ. ნაწილობრივ იმის გამო, რომ აღარ არსებობს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ბლოკი. თუმცა უსაფრთხოების სფეროში არსებული დღევანდელი ვითარება უკავშირდება გამოწვევებს - ჩვენ არ გვაქვს პარტნიორობა, რომლის დამყარებასაც ცივი ომის შემდეგ ვცდილობდით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

XS
SM
MD
LG