Accessibility links

საქართველოში, სავარაუდოდ, რიტუალური მკვლელობა მოხდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შვილისა და ოთხი პირის მიერ თბილისში 70 წლამდე ქალის მკვლელობა „რიტუალური მკვლელობა“ იყო, ხოლო მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები კონკრეტული სექტის წევრები არიან. სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილ ქალს, რომელიც ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული. როგორც გამოძიებით დადგინდა, ეჭვმიტანილებმა 1940 წელს დაბადებული ქალი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ დანის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმეს. მოკლულის სხეული დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და ერთ-ერთის ეჭვმიტანილის ნაქირავებ ბინაში დაანაწევრეს. აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, მოკლულის ქალიშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

XS
SM
MD
LG