Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მოქალაქეებს აფრთხილებს არჩევნების დროს მოსალოდნელი თავდასხმების თაობაზე


აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს აფრთხილებენ „ალ ყაიდის“ ცალკეული მომხრეების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, რაც 8 ნოემბერის არჩევნების მოახლოებასთან ერთად შესაძლოა, ნიუ-იორკში, ტეხასსა და ვირჯინიაში მოხდეს. აშშ-ის სამთავრობო წყარომ 4 ნოემბერს ვაშინგტონში განაცხადა, რომ დაბალი დონის საფრთხის შემცველი ინფორმაცია უკვე დაეგზავნა როგორც ფედერალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამის წარმომადგენლებს. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის საპორტო ადმინისტრაციებში აცხადებენ, ამ ინფორმაციის კვალობაზე, უკვე გაძლიერდა პატრულირება აეროპორტების, გვირაბებისა და ხიდების გარშემო. ტელეარხი „ესენბისი“ ასეთი თავდასხმის თარიღად 7 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ დღეს ასახელებს.

XS
SM
MD
LG