Accessibility links

სამხრეთ კორეაში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ


სამხრეთ კორეაში შაბათს ათეულ ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩაში და პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს გადადგომა მოითხოვა კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. პოლიციის თანახმად, დემონსტრაციაში 43 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორების ლაპარაკობენ ასი ათას მონაწილეზე. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა მას მერე, რაც მედიამ გაავრცელა ცნობები ქვეყნის მეთაურის მეგობარი ქალის სახელმწიფო საქმეებში ჩარევის შესახებ. ცნობით, ის აიძულებდა ფირმებს, მილიონობით დოლარი გადაერიცხათ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ფონდებისთვის. გასულ კვირაში ქალი დააკავეს და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა მომხდარისთვის და მთავრობაში ცვლილებები გაატარა.

XS
SM
MD
LG