Accessibility links

ლიბიაში გატაცებული ორი იტალიელი და ერთი კანადელი გაათავისუფლეს


ორი იტალიელი და ერთი კანადელი მოქალაქე, რომლებიც ლიბიაში ჰყავდათ გატაცებული, იტალიაში დაბრუნდნენ, იტყობინება რომი. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შედგა ლიბიის ადგილობრივ ხელისუფლებთან ეფექტიანი თანამშრომლობა, რის შედეგადაც მოხდა მათი განთავისუფლება. დეტალები განცხადებაში მოყვანილი არ არის. ისინი გაათავისუფლეს სამხრეთ ლიბიაში და საგანგებო თვითმფრინავით ჩაიყვანეს იტალიაში. ისინი გაიტაცეს უცხო შეიარაღებულმა პირებმა ღატში .ისინი იტალიის ფირმა „კონიკოსის“ ტექნიკურ თანამშრომლები არიან და ლიბიაში აეროპორტის მშენებლობაზე მუშაობენ.

XS
SM
MD
LG