Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერის მოკვლა დაადასტურა


პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება “ალ-ყაიდის” ერთ-ერთი ლიდერი მოსპეს. როგორც პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა, ავიადარტყმის შედეგად მოკლეს ფარუყ ალ-ყატანი. პენტაგონის ცნობით, აღნიშნული პირი აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ავიადარტყმა 23 ოქტომბერს, ავღანეთის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ქუნარში განხორციელდა. ლიკვიდირებული პირი ალ-ყაიდას ადგილობრივი შტოს მეთაური იყო.

XS
SM
MD
LG