Accessibility links

პაკისტანში რეგიონული მთავრობა ითხოვს, არ გააძევონ „ნეშნელ ჯეოგრაფიკის“ გოგონა"


პაკისტანის პროვინციული მთავრობა ფედერალურხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, არ გააძევონ ქვეყნიდან ჟურნალ„ნეშნელ ჯეოგრაფიკის“ გზით სახელგანთქმული ავღანელი ქალი. პაკისტანის სასამართლომ შარბათ გულას, მწვანეთვალება გოგონას, რომლის პორტრეტი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა 1985 წელს, ყალბი საბუთების ქონისთვის 15 დღიანი პატიმრობა და ათას ასი დოლარის ოდენობისჯარიმის გადახდა დააკისრა. ახლა 40 წლის ქალს, დეპორტაცია ელის 7 ნოემბერს. პროვინცია ხიბერ პახტუნხვის მთავრობაისლამაბადს მოუწოდებს, არ გააძევონ გოგონა ქვეყნიდან, მიანიჭონ მას ლტოლვილის სტატუსი, და რომ ეს პაკისტანის ავტორიტეტს წაადგება. პაკისტანის ხელისუფლება გულას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა „ამნესტი ინტერნეშნელმა“ და განაჩენს „სერიოზული უსამართლობა“ უწოდა. პაკისტანმა წელს დაიწყო ავღანელი ლტოლვილების შევიწროვება. ორ მილიონ ნახევარი მიგრანტია ავღანეთიდან ამ ქვეყანაში. გაეროს თანახმად, მესამედი მილიონი ლტოლვილი გააბრუნა ისლამაბადმა ავღანეთში. ისინი ჰყვებიან, რომ პაკისტანის პოლიცია მათ სცემდა, აპატიმრებდა და ასახლებდა ბინებიდან.

XS
SM
MD
LG