Accessibility links

logo-print

როგორ გასცემდა მერია 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ პირებზე კომპენსაციას


7 ნოემბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი ნიკოლოზ სიმონიშვილი, რომელიც სასამართლოში ეხმარებოდა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაციის მიღებაში.

მოსარჩელეები ითხოვდნენ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, რადგან მათ სტიქიის ზონაში ათეულობით წლის წინ დაკავებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები, იქ აშენებული საცხოვრებელი სახლებით, და, შესაბამისად, იყვნენ დაკავებული მიწის ნაკვეთებით მოსარგებლეები. პირებს, რომლებსაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა სასამართლოში, მერიის ქონების მართვის სააგენტო უარს ეუბნებოდა კომპენსაციაზე, ვინაიდან მათი ქონება რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე მიწაზე მდებარეობდა.

როგორ წარიმართა სტიქიით დაზარალებული პირებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG