Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი ძალოვანი მინისტრების შეცვლას არ აპირებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ძალოვანი მინისტრების შეცვლას არ აპირებს. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ მინისტრთა კაბინეტში უახლოეს მომავალში განხორციელდება რამდენიმე ცვლილება. „ამ ეტაპზე, მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს აშშ-ში 8 ნოემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მოლოდინის შესახებაც. „არ მიმაჩნია სწორად დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. „აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG