Accessibility links

logo-print

სირიელი ქურთები აცხადებენ ქალაქ რაყაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებაზე


აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი სირიელი ქურთები და არაბი მებრძოლები აცხადებენ, რომ იწყებენ ოპერაციას ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" ფაქტობრივი დედაქალაქის, რაყის ასაღებად. ამის შესახებ 6 ნოემბერს გამოაცხადეს „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ - მრავალეთნიკურმა ოპოზიციურმა ალიანსმა, რომელსაც ქურთი მებრძოლების რაზმები ხელმძღვანელობენ. ცნობას ჯერ არ მოჰყოლია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის გამოხმაურება. ამ განცხადების ფონია ერაყის მთავრობის ჯარებისა და მისი მოკავშირეების ბრძოლა ჩრდილოეთ ერაყში „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად. აშშ-ს „სირიის დემოკრატიული ძალები“ მიაჩნია ყველაზე ქმედითუნარიან ძალად სირიაში ისლამისტ ექსტრემისტებთან საბრძოლველად. მაგრამ უკმაყოფილოა თურქეთი, რახან „სირიის დემოკრატიულ ძალებში“ წამყვან როლს ქურთი მებრძოლები ასრულებენ.

XS
SM
MD
LG