Accessibility links

logo-print

გაერო ატარებს გამოძიებას ავღანეთში ავიადარტყმების შედეგად ათობით ადამიანის დაღუპვის შემდეგ


გაერო აცხადებს, რომ ატარებს გამოძიებას ჩრდილოეთ ავღანეთში, სავარაუდოდ, აშშ-ის ავიაიერიშების შედეგად ათობით სამოქალაქო პირის დაღუპვის შემდეგ. ავღანეთში გაეროს მისიის მონაცემებით, სულ ცოტა 32 დაიღუპა და 19 დაიჭრა კუნდუზის რაიონში, უმეტესწილად ქალები და ბავშვები. ამერიკელმა სამხედროებმა 5 ნოემბერს აღიარეს, რომ საჰაერო იერიშებს სავარაუდოდ, სამოქალაქო პირების სიცოცხლე შეეწირა და ჩატარდება გამოძიება მომხდართან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. ავღანეთში აშშ-ის ძალების სარდალმა, გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა „ღრმა სინანული“ გამოხატა სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო. გაეროს მონაცემებით, მარტო განვლილი კვირის განმავლობაში ავღანეთში 95 ადამიანი იქნა მოკლული.

XS
SM
MD
LG