Accessibility links

შვედეთის თხოვნით, 14 ნოემბერს დაკითხავენ "ვიკილიკსის" დამფუძნებელს


შვედეთის პროკურატურის განცხადებით, 14 ნოემბერს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში დაკითხავენ ჯულიენ ასანჟს, რომელსაც გაუპატიურების ბრალდება აქვს წაყენებული. შვედეთის პროკურატურის განცხადებით, ეკვატორმა დადებითად უპასუხა შვედეთის თხოვნას სამართლებრივი დახმარების შესახებ და დაკითხვას ეკვადორელი პროკურორი ჩაატარებს. ინტერნეტპორტალ "ვიკილიკსის" დამფუძნებელი, 45 წლის ჯულიენ ასანჟი ავსტრალიის მოქალაქეა და უარს ამბობს დასაკითხად შვედეთში ჩასვლაზე, რადგან შიშობს, რომ მოხდება მისი ექსტრადიცია შვედეთიდან აშშ-ში, "ვიკილიკსის" მიერ ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტის გამოქვეყნების გამო. ეს დოკუმენტები უკავშირდება აშშ-ის ომებს ავღანეთსა და სირიაში. ასანჟი 2012 წლის ივნისიდან თავს აფარებს ლონდონში ეკვადორის საელჩოს. მას შვედეთში წაყენებული აქვს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებები.

XS
SM
MD
LG