Accessibility links

logo-print

ყაზახეთში პატიმრობა მიუსაჯეს ბიზნესმენს მთავრობის დამხობის ბრალდებით


ყაზახეთში 21 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ბიზნესმენ ტოხტარ ტოლეშოვს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მთავრობის დამხობის მცდელობაში, ექსტრემიზმსა და იარაღის უკანონოდ ფლობაში. ტოლეშოვის განაჩენი 7 ნოემბერს გამოაცხადეს. მისი და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი სექტემბერში დაიწყო. დანარჩენებს სასამართლომ სხვადასხვა სასჯელი შეუფარდა, მათ შორის შვიდი წლით პატიმრობა. ტოლეშოვი იანვარში დააკავეს კიდევ 24 ეჭვმიტანილთან ერთად.

XS
SM
MD
LG