Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ერთ ნაწილში უკვე დასრულდა კენჭისყრა ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად


აშშ-ის ერთ ნაწილში უკვე დასრულდა კენჭისყრა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის ასარჩევად. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე გაიხსნა ნიუ-ჰემპშირის შტატის იმ დასახლებებში, სადაც ასზე ნაკლები მოქალაქე ცხოვრობს. შტატის ზოგიერთ დაბაში ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულებულია. ამასთან, ხმის წინასწარ მიცემის უფლებით 7 ნოემბერს ისარგებლა მილიონობით ამომრჩეველმა ფლორიდაში, ნევადასა და კოლორადოში. Associated Press-ის ინფორმაციით, ვადამდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სულ მცირე 43 მილიონ 200 ათასმა ამომრჩეველმა. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყება ადგილობრივი დროით, 8 ნოემბრის დილიდან. ქვეყნის კანონმდებლობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. ტრადიციულად მთავარი კონკურენტების, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატები არიან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და მილიარდერი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპი. მათ გარდა, კენჭს იყრიან ლიბერტარიანული, საკონსტიტუციო და მწვანეთა პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატები.

XS
SM
MD
LG