Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ცდილობს გააღრმავოს ურთიერთობა ლიბანის ახალ მთავრობასთან


ჯავად ზარიფი ირანის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც ლიბანში ჩავიდა. მისი იქ სტუმრობის მიზანია გააღრმაოს ურთიერობა თეირანსა და ლიბანის ახალ მთავრობას შორის. ლიბანის ახალი პრეზიდენტის, მიშელ აუნის მთავრობას ჰიზბოლა უმაგრებს ზურგს. ჰიზბოლა შიიტური დაჯგუფებაა, და ასევე უპირატესად, შიიტური ირანი მოკავშირეები არიან სირიის ომში. აუნის არჩევას ზარიფმა " გამარჯვება" უწოდა და განაცხადა, რომ გვწამს, ეს გამორჩეული ლიბანური გამოცდილება გავრცელდება და დაასრულებს პოლიტიკურ ჩიხს ერაყში, სირიასა და იემენში. ამ ქვეყნებში ირანის მეტოქეა სუნიტური საუდის არაბეთი. ზარიფს ლიბანში ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლთა დიდი დელეგაცია ახლავს.

XS
SM
MD
LG