Accessibility links

ჩერნოგორიის ოპოზიცია უარყოფს პროკურატურის ბრალდებას


ჩერნოგორიის პრორუსულმა ოპოზიციამ უარყო ქვეყნის პროკურატურის ბრალდება, რომ რუსი ნაციონალისტების ორგანიზებული იყო წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა, რომლის მიზანი იყო პროდასავლურ ლიდერზე, მილო ჯუკანოვიჩზე თავდასხმა, რადგან ის ნატოსთან თავისი ქვეყნის დაახლოებას ესწრაფვის. ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტის ლიდერმა, მილუტინ დუკანოვიჩმა უთხრა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს, რომ აშკარაა, საგანგებო პროკურორი სოციალისტების დემოკრატიული პარტიის სამსახურში ჩადგაო. მისივე თქმით, ბრალდება, რომ ორმა რუსმა მოქალაქემ გაუკეთეს ორგანიზება ვითომ ჩაშლილ გადატრიალებას, არჩევნების დღეს, გადატრიალების შესახებ ამბის გამოგონილი ნაწილია.

XS
SM
MD
LG